IJ4EU საზღვრებსშორისი ჟურნალისტური გამოძიებების ახალ კონკურსებს აცხადებს
მარტი 12, 2026

IJ4EU საზღვრებსშორისი ჟურნალისტური გამოძიებების ახალ კონკურსებს აცხადებს


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროგრამამ, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისთვის  (IJ4EU), საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისტორიების შემქმნელი საზღვრებსშორისი თანამშრომლობების დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყო. 

კონკურსი ორი დამოუკიდებელი სქემისგან შედგება. 

გამოძიების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერი შემადგენლობის ჟურნალისტურ გუნდებს – მათ შორის ნიუსრუმებს, სპეციალურ საგამოძიებო გამოცემებს და/ან ფრილანსერებს. ამ მიმართულებით 50,000 ევრომდე გრანტები ტრანსნაციონალური რეპორტაჟების პროექტებისთვის გაიცემა. 

IJ4EU-ს მეორე, ფრილანსერების მხარდამჭერი სქემა, მეტწილად ფრილანსერი ჟურნალისტებისგან შემდგარ გუნდებს 20,000 ევრომდე გრანტებს და დამატებით მენტორობასა და ტრენინგს სთავაზობს.

განაცხადების შესატანად გუნდის წევრები უნდა იყვნენ სულ მცირე ორი ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და უკრაინიდან, რომელიც სრულადაა ჩართული IJ4EU-ის ძირითადი დამფინანსებლის, შემოქმედებითი ევროპის პროგრამის სექტორთაშორის მიმართულებაში

ორივე სქემისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 აპრილი.

ორივე სქემის მომდევნო კონკურსი 2026 წლის დეკემბერში გამოცხადდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისთვის

დახურვის თარიღი:

აპრილი 13, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,