პოლონეთის ქალაქ ლემბორკში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია, EDUQ ასოციაცია, ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელსაც სურს ასწავლოს ინგლისური ენა.
2026 წლის 25 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში მოხალისე ასოციაციის საგანმანათლებლო საქმიანობას შეუერთდება. ის ბავშვებს, ახალგაზრდებსა და თემის წევრებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. მოხალისე წარუძღვება ინგლისური ენის სწავლების კლუბს, რომელიც ადგილობრივი თემისთვისაა ხელმისაწვდომი და სადაც მონაწილეებს ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოცდა სახალისო და ინტერაქტიური გზით შეუძლიათ.
პროექტი ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისის საცხოვრებლის ხარჯს, საკვებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ თანხას, სახარჯავ ფულს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ადგილობრივ ტრანსპორტირებას.
განაცხადის შეტანა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც სწავლების გზით სურთ დადებითი ცვლილების მოტანა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,