ევროპის განათლების ფონდი მწვანე უნარების 2024 წლის კონკურსს აცხადებს
თებერვალი 2, 2024

ევროპის განათლების ფონდი მწვანე უნარების 2024 წლის კონკურსს აცხადებს


ევროპის განათლების ფონდი (ETF) აცხადებს კონკურსს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე, რომლებიც  მწვანე გარდაქმნისთვის საჭირო უნარების მნიშვნელობას წარმოაჩენს.  მწვანე უნარების 2024 წლის კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

ETF-ის მიზანია, შეკრიბოს ინოვაციური იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ განათლებისა და დასაქმების სფეროების წარმომადგენლებს, წვლილი შეიტანონ მწვანე და სამართლიანი ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

ფონდი მიიღებს განაცხადებს შემდეგი კანდიდატებისგან:

  • საწარმოები, რომლებიც ნერგავენ ახალ მწვანე ტექნოლოგიებსა და წარმოების პროცესებს და წვრთნიან პერსონალს ამ ტექნოლოგიების გამოსაყენებლად;
  • ტრენინგის მიმწოდებლები, რომელთა დახმარებით მასწავლებლები და ინსტრუქტორები ეუფლებიან თანამედროვე ცოდნას გარემოს დაცვის და მწვანე ტექნოლოგიების შესახებ;
  • მრეწველობის დარგები და სექტორები, რომლებიც ნერგავენ ტრენინგის სტანდარტებს და/ან ტრენინგის კურსებს მრეწველობაში მწვანე უნარების გასავითარებლად;
  • სახელმწიფო და კერძო უწყებები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან და სახელმწიფო ორგანოსთან კოორდინირებულად ქმნიან ცნობიერების ამაღლების პროგრამებს გარემოსდაცვით საკითხებზე;
  • დასაქმების სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც სამუშაო ადგილებს აკავშირებენ შესაბამის ტრენინგებთან და ამაღლებენ ცნობიერებას მწვანე ბიზნესის შესაძლებლობებზე;
  • სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები, რომლებიც მწვანე განვითარებისთვის მუშაობენ;
  • საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის მქონე სხვა კანდიდატები.

ათი ფინალისტის ისტორიები გამოქვეყნდება ETF-ისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების გამოცემებში და გავრცელდება ონლაინარხებით. გარდა ამისა, ფონდი ფინალისტებზე მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც გადაიღებს, რითაც მათ ისტორიებს მსოფლიოს გარშემო გაეცნობიან. 

ფინალისტებს შორის შერჩეულ სამ გამარჯვებულს მწვანე უნარების 2024 წლის კონკურსის ჯილდოები გადაეცემათ. 

გამარჯვებულები და ფინალისტები დაჯილდოების ღონისძიებაზე შეიძლება მიიწვიონ (დაჯილდოების ადგილი და თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება).

განაცხადის შეტანა შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან უკრაინულ ენაზე შევსებით. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 29 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის განათლების ფონდის მწვანე უნარების ჯილდო

დახურვის თარიღი:

თებერვალი 29, 2024


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,