ევროკომისიაში სტაჟირების კონკურსი დაიწყო — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე
იანვარი 13, 2022

ევროკომისიაში სტაჟირების კონკურსი დაიწყო — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე


დაიწყო განაცხადების მიღება ევროკომისიაში სტაჟირებისთვის, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყება.

სტაჟირების პროგრამა, Blue Book, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის დირექტორატებში, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზებით იძლევა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ბრიუსელში, ლუქსემბურგში ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქალაქში, სადაც ევროკავშირის ორგანიზაციები მდებარეობს.

კონკურსი უპირატესად ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაა გამოცხადებული, მაგრამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც არის გამოყოფილი.

განაცხადის შეტანა შეგიძლიათ, თუ ხართ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნებისმიერ დისციპლინაში, არ გაქვთ ექვს კვირაზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის ინსტიტუტში, უწყებაში, ორგანიზაციაში ან წარმომადგენლობაში და კარგად ფლობთ ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენას.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 31, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,