ევროკომისია სტაჟიორებს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 15 მარტამდე
თებერვალი 26, 2024

ევროკომისია სტაჟიორებს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 15 მარტამდე


ევროკომისიამ გამოაცხადა კონკურსი 5-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებებზე, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება.

აპლიკანტებს 1,000-მე პოზიციაზე შეუძლიათ განაცხადის შეტანა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია კომისიის დეპარტამენტებში, სერვისებსა თუ სააგენტოებში, რომლებიც ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ეროვნულ ბიუროებშია გადანაწილებული. 

კონკურსი ღიაა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, თუმცა შეზღუდული რაოდენობით ადგილები ასევე განსაზღვრულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის — მათ შორის საქართველოსთვისაც.

სტაჟირებები ორ ტიპად იყოფა: ადმინისტრაციული სტაჟირებები და მთარგმნელობითი სტაჟირებები — კონკრეტულად თარგმნის გენერალური დირექტორატისთვის (DGT). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტაჟირებები ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრში.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან ეკვივალენტურ ხარისხს და არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში ექვს კვირაზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება. ამასთან, მან კარგად უნდა იცოდეს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ენა, რომელთაგან ერთ-ერთი ინგლისური, ფრანგული ან გერმანული უნდა იყოს. 

სტაჟიორებისგან მოელიან კომისიის საქმიანობისადმი ინტერესისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის სურვილის ქონას და საქმისადმი პროაქტიულ დამოკიდებულებას.

შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ 1,376.89 ევროს ოდენობის გრანტს საცხოვრებელი ხარჯებისთვის, თუმცა მათ თავად მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პოვნა. 

სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს, რომელთა შორისაც იქნება შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებში და საჯარო მოსმენებზე დასწრება თუ მათი ორგანიზება, საბუთების კვლევა, მოქალაქეების ინფორმაციით მომარაგება და პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება. 

განაცხადის შევსება ევროკომისიის დამოწმების სერვისზე (EU Login) რეგისტრაციის გავლის შემდეგაა შესაძლებელი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი. 

დამატებითი ინფორმაცია

Blue Book-ის სტაჟირების პროგრამა

დახურვის თარიღი:

მარტი 15, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,