ქსელი, SALTO EECA, ახალგაზრდულ მუშაკებს, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერებს, ახალგაზრდული პოლიტიკის შემმუშავებლებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს პარტნიორობის ხელშემწყობ ღონისძიებაზე იწვევს. ინიციატივა EECA-ის (აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის) რეგიონსა და თურქეთში ადგილობრივად მომუშავეთათვის არის განკუთვნილი.
ღონისძიების მთავარი მიზანია, მდგრადი პარტნიორობების შესაქმნელად და რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებისა და მნიშვნელობის განსახილველად შეკრიბოს შესაბამისი ორგანიზაციები.
ღონისძიება თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 2026 წლის 23-27 მარტს გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს.
ღონისძიების ორგანიზატორია Erasmus+ პროგრამის თურქეთის ეროვნული სააგენტო და ევროპის სოლიდარობის კორპუსი (ESC). საცხოვრებლის, საკვებისა და მოგზაურობის ხარჯებს თურქეთის ეროვნული სააგენტო დაფარავს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 9 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,