EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მეოთხე ტალღას იწყებს
მაისი 8, 2023

EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მეოთხე ტალღას იწყებს


EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში მცხოვრები და ფილმის ფესტივალების ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებისა თუ კულტურის სფეროს მენეჯერებისათვის კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მე-4 მოწვევას აცხადებს.

აკადემია MOLDOX ფესტივალთან პარტნიორობითაა ორგანიზებული და მოლდოვის ქალაქ კაჰულში 18-27 ივნისს გაიმართება.

პროგრამა მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიურ სემინარში, რომელიც მოიცავს ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა თუ საერთო და ინდივიდუალურ სესიებს. თითოეული მონაწილე ერთდროულად იქნება მოსწავლეცა და მასწავლებელიც. ის მიიღებს ცოდნას საერთაშორისო ტრენერებისგან, გამოიმუშავებს ახალ უნარებს და დაამყარებს პროფესიულ კავშირებს.

სესიებზე განიხილება კულტურასთან დაკავშირებული როგორც ზოგადი თემები (კავშირების დამყარება, საზოგადოების ჩართვა, კონფლიქტები), ასევე მეტად კონკრეტული საკითხები (მენეჯერული მიდგომები, ლიდერული სტრატეგიები, მეწარმეობა თუ დაფინანსება). 

პროგრამის კიდევ ერთ ნაწილს შეადგენს პროექტთა ინკუბატორი, რომლის მონაწილეებიც წარადგენენ საპროექტო განაცხადებს თავიანთი იდეების რეზიდენტურებად ქცევის მიზნით. 

ორგანიზატორები მონაწილეებს კაჰულში ყოფნის პერიოდში საცხოვრებლითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფენ და დაფარავენ მგზავრობის ხარჯებს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 17 მაისი. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Dialogue, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში 2021 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდში ხორციელდება. მისი მიზანი პროფესიონალებს, სტუდენტებსა თუ ხელოვანებს შორის საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლების წახალისება და არსებული ბარიერების ჩამოშლაა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სააპლიკაციო პორტალი

დახურვის თარიღი:

მაისი 17, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,