„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მე-8 გლობალური სამიტი 2023 წლის 6-7 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, „ტელისკივის შემოქმედებით ქალაქში“ გაიმართება.
სამიტზე მიწვეულები არიან OGP-ის წევრი სახელმწიფოების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, ზოგადად, ღია მმართველობის თემის წარმომადგენლები. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 2,000-მდე ადამიანი ეწვევა, რომელთა შორისაც იქნებიან მთავრობათა ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები.
სამიტზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა ღია მმართველობა ციფრულ ერაში, ტექნოლოგიის პოტენციალი, გახადოს მმართველობა და პოლიტიკა მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და დემოკრატიის დაცვა.
OGP-ის სამიტის დაწყების წინა დღეს, 5 სექტემბერს, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების სერიაში ჩაერთვებიან.
რეგისტრაცია ღიაა 28 მაისამდე. მედიის წარმომადგენლები აკრედიტაციის მიღებას ზაფხულის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აერთიანებს 75 ქვეყანას, 106 ადგილობრივ მმართველობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას. OGP ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის განკუთვნილ პროგრამას, „ევროკავშირი ინტეგრაციისთვის“ — ესაა მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომელიც რეგიონში ინოვაციური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში