Erasmus+: ტრენინგის კურსი, „Game in Action“ სომხეთში
ნოემბერი 5, 2021

Erasmus+: ტრენინგის კურსი, „Game in Action“ სომხეთში


პროგრამა Erasmus+ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავეებსა და ტრენერებს ტრენინგის კურსში, „Game in Action“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს. კურსი 20-დან 27 ნოემბრამდე სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩატარდება.

ტრენინგის მონაწილეებს შეეძლებათ, გაიუმჯობესონ თამაშით სწავლის და სწავლების მეთოდები, რათა დაეხმარონ ახალგაზრდებს, თემატური თამაშების საშუალებით გამოიმუშაონ „რბილი“ უნარები და სამოქალაქო კომპეტენციები.

განაცხადების შეტანა შეუძლიათ 18 წლის და მის ზემოთ ასაკის ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავეებსა და ახალგაზრდა ლიდერებს ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ამასთან, დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და მათ აუნაზღაურდებათ სამგზავრო ხარჯები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 10, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,