Erasmus+ დღეები 2023: მოაწყვე შენი ღონისძიება!
სექტემბერი 6, 2023

Erasmus+ დღეები 2023: მოაწყვე შენი ღონისძიება!


Erasmus+ დღეები წელს მეშვიდედ, 9 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ასე აღინიშნება ევროკავშირის საფლაგმანო პროგრამა, რომელიც განათლებას, ტრენინგს, ახალგაზრდობასა და სპორტის განვითარებას უჭერს მხარს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები ღიაა ყველასთვის — მათ შორის მათთვისაც, ვისაც Erasmus+ პროექტში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. 

პროგრამა იწვევს თავის ბენეფიციარებს, რომლებიც ახლა იღებენ ან უკვე მიუღიათ Erasmus+ დაფინანსება და სურთ ღონისძიების მოწყობა ან მის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება. ამისათვის ისინი უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ქვეყნებში მოქმედ ეროვნულ სააგენტოებს ან Erasmus+ ეროვნულ ოფისებს.

ღონისძიების რეგისტრაცია შესაძლებელია Erasmus+ ვებსაიტზე 13 ოქტომბრის 12 საათამდე (12 am), ცენტრალური ევროპის დროით (CET). 

Erasmus+ დღეები პირველად 2017 წელს, პროგრამის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა. ღონისძიებების ციკლით აღინიშნება პროგრამის წარმატება და წარმოჩნდება იმ საგანმანათლებლო გამოცდილების უპირატესობები, რომლებსაც Erasmus+ სთავაზობს მსურველებს. გარდა ამისა, პოტენციურ ბენეფიციარებს ეძლევათ საშუალება, გაიგონ მეტი პროგრამის შესახებ და შეუერთდნენ მას.

2022 წელს Erasmus+ პროგრამის ბენეფიციარებმა მსოფლიოს მასშტაბით 58 ქვეყანაში 6 295 ღონისძიებას გაუწიეს ორგანიზება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

Erasmus+ ვებსაიტი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 13, 2023

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,