ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, ScaleDem, რომლის მიზანიც დემოკრატიული პროცესების გასაუმჯობესებლად და ინკლუზიურობის გასაზრდელად ეფექტიანი გზების მონახვა არის, ორ კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს ევროკავშირიდან და მის საზღვრებს მიღმა ქვეყნებიდან, რომელთა შორის საქართველოც არის. ინიციატივა დემოკრატიული ინოვაციების ხელშესაწყობად ორგანიზაციებს დაფინანსებას, მენტორობასა და თანატოლთა ურთიერთგანათლების შესაძლებლობებს სთავაზობს.
კონკურსი ღიაა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, კვლევითი გუნდებისთვის, კოოპერატივებისა და მისიაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.
პილოტირების პროგრამა მხარს უჭერს გუნდებს, რომლებიც დემოკრატიული ინოვაციების მასშტაბირებისთვის თამამ იდეებს ცდიან (100,000 ევრომდე დაფინანსება).
დაძმობილების პროგრამა ეხმარება მენტორობის გამცემთა და მიმღებთა გუნდებს, რომლებსაც მასშტაბირების გამოცდილი მიდგომების ახალ კონტექსტზე მორგება სურთ (65,500 ევრომდე დაფინანსება თითოეული გუნდისთვის).
ScaleDem კონკურსანტებს ურჩევს, განაცხადის შეტანამდე შეავსონ მოკლე კითხვარი (არასავალდებულო; შევსების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 იანვარი), რათა შეამოწმონ, რამდენად აკმაყოფილებენ კონკურსის მოთხოვნებს და რომელი პროგრამა ერგება მათ პროექტს.
ამასთან, განაცხადების მიღების პერიოდში ScaleDem ორ საინფორმაციო სესიასაც გამართავს. სესიაზე დასასწრებლად საჭიროა ვებსაიტზე რეგისტრაციის გავლა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსის დეტალებირჩევები, ხშირად დასმული კითხვები და ონლაინფორმები ხელმისაწვდომია ScaleDem-ის ვებსაიტზე





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,