Culture Moves Europe პროგრამა შემფასებელთა ჯგუფში გასაწევრიანებლად ექსპერტებს ეძებს
აგვისტო 18, 2023

Culture Moves Europe პროგრამა შემფასებელთა ჯგუფში გასაწევრიანებლად ექსპერტებს ეძებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, „შემოქმედებითი ევროპა“, Culture Moves Europe-ის („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) საგრანტო პროგრამის ინდივიდუალური მობილობის სქემის შემფასებელთა ჯგუფში ექსპერტებს იწვევს.

შერჩეული ექსპერტები აპლიკანტების მიერ წარდგენილ საპროექტო წინადადებებს შეაფასებენ. აპლიკანტებისგან მოელიან კულტურული და სახელოვნებო მობილობის განვითარებას „შემოქმედებითი ევროპის“ იმ ქვეყანაში, რომელიც, ამასთან, მის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს. 

კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და ფლობდეს ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას ისეთ სფეროთაგან რომელიმეში, როგორებიცაა არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, მოდა და დიზაინი, მხატვრული თარგმანი, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება ან ვიზუალური ხელოვნება. ის ასევე საერთაშორისო კულტურულ გაცვლასთან და/ან მობილობის პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებშიც იმდენად  უნდა ერკვეოდეს, რომ მათი შეფასება  შეეძლოს.

ექსპერტი „შემოქმედებითი ევროპის“ ერთ-ერთი ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) კანონიერი მოქალაქე უნდა იყოს. ის კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (სულ მცირე, C1 დონეზე) და ხელმისაწვდომი იყოს 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივნისამდე და 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის თებერვლამდე პერიოდებში.

ექსპერტი გაწეული სამუშაოსთვის ფულად გასამრჯელოს მიიღებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 31, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,