ანაზღაურებადი სტაჟირება ევროკომისიაში – შეიტანეთ განაცხადი 31 აგვისტომდე
აგვისტო 4, 2023

ანაზღაურებადი სტაჟირება ევროკომისიაში – შეიტანეთ განაცხადი 31 აგვისტომდე


ევროკომისიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე, რომელიც 2024 წლის მარტში დაიწყება.

სტაჟირების პროგრამა, Blue Book, გაძლევთ შანსს, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება ანაზღაურებადი სტაჟირების სახით ევროკავშირის დირექტორატებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში. სტაჟირების გავლა შესაძლებელია ბრიუსელში, ლუქსემბურგში ან ნებისმიერ სხვა ადგილას ევროკავშირის შიგნით, სადაც მისი სააგენტოები მდებარეობს.

კონკურსი, ძირითადად, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ცხადდება, მაგრამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა გამოყოფილია მათთვისაც, ვინც ევროკავშირის მოქალაქე არ არის.

განაცხადის შეტანა შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ნებისმიერ დისციპლინაში. კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში, ორგანიზაციებში, სააგენტოებში ან წარმომადგენლობებში ექვს კვირაზე მეტი ხნით მუშაობის გამოცდილება და მან კარგად უნდა იცოდეს ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 31, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,