
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ აცხადებს კონკურსს გამომცემლებისთვის დაფინანსების მისაღებად ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნის, გამოცემის, გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 29 იანვრამდე. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სომხეთს, საქართველოს და უკრაინას პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილე ქვეყნების სტატუსით.
წიგნის და საგამომცემლო სფეროს ორგანიზაციებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ინდივიდუალურად ან კონსორციუმის სახით, რომელიც მინიმუმ ორ შესაბამის ორგანიზაციას აერთიანებს. თითოეულ პროექტს უნდა ჰქონდეს საგამომცემლო, გავრცელების და პოპულარიზაციის საფუძვლიანი სტრატეგია. პროექტით წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ხუთი შესაბამისი მხატვრული ნაწარმოები, რომელთა ავტორები არიან „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეები ან რეზიდენტები, ან აღიარებულები არიან ამ ქვეყნების ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილად.
კანდიდატებს საკონკურსოდ განსხვავებული მასშტაბის პროექტების წარდგენა შეუძლიათ:
გარდა ამისა, უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერის მიზნით, კანდიდატებს შეუძლიათ ისეთი აქტივობების წარდგენა, რომლებიც ხელს უწყობს უკრაინიდან და/ან უკრაინაში წიგნების გავრცელების/თარგმნის ხელშეწყობას, და მათ უკრაინულიდან ან უკრაინულად თარგმნას. ამასთანავე, წახალისებული იქნებ პროექტები, რომელთა მიზანია უკრაინულენოვანი წიგნების მიწოდება უკრაინელი ლტოლვილებისა და ადგილნაცვალი პირებისთვის. ამ კონტექსტში, დასაშვები იქნება უკრაინული (და არა თარგმნილი) წიგნების ბეჭდვა უკრაინულ ენაზე.
პროგრამის საშუალებით ყოველწლიურად დაახლოებით 500 სხვადასხვა დასახელების წიგნი პირველად ითარგმნება 40-მდე ორიგინალის ენიდან 30-მდე თარგმანის ენაზე, ისინი გამოიცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია მთელ ევროპაში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.