საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა,  2017 წ. -საქართველო
ოქტომბერი 31, 2017

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2017 წ. -საქართველო


პროექტი „ევროკავშირის სამეზობლო აღმოსავლეთი“ კომპანია ACT-თან თანამშრომლობით, ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა).

2017 წლის კვლევის თანახმად:

  • საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, სადაც მოსახლეობის 59% დადებითი აზრისაა ევროკავშირის შესახებ.
  • საქართველოს მოქალაქეთა 83% დადებითი აზრისაა ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების შესახებ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75% იყო შარშან, რაც საგრძნობლად აღემატება რეგიონში არსებულ იმავე საშუალო მაჩვენებელს – 61%-ს.
  • საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს, რაც აღემატება გაეროს (56%) და ნატოს (54%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
  • საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მათი თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია (ეს მაჩვენებელი 59% იყო 2016 წელს, მაშინ როდესაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 53%-ს შეადგენდა).

ყოველწლიური კვლევების მიზანია, შეისწავლოს და უკეთ გაიგოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოქალაქეები მოსაზრებები და შეაფასოს მათი ცნობიერების დონე, ევროკავშირის და პარტნიორ ქვეყნებთან მისი თანამშრომლობის შესახებ. კვლევები მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ზოგადი მოსაზრებები ევროკავშირის შესახებ
  • ევროკავშირთან ასოცირებული ღირებულებები
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შეფასება
  • მოსახლეობის ინფორმირებულობა ევროკავშირის მხარდაჭერის და ამ მხარდაჭერის ეფექტურობის შესახებ
  • ინფორმაციის წყაროები
  • ქვეყნის შეფასება და მოლოდინი

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ მიმოხილვა და ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია აქ

დეტალური ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

ჩამოტვირთვა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,