საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა უპრეცედენტოდ მაღალია 
დეკემბერი 2, 2022

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა უპრეცედენტოდ მაღალია 


საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ყველა სხვა ქვეყანაში ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება დადებითია. ამასთან, მათგან უმრავლესობაში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

ამავე დროს, რეგიონის ექვსივე ქვეყანაში ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ორგანიზაციად დასახელდა. ამ მაჩვენებლით ის მნიშვნელოვნად უსწრებს წინ გაეროს, ნატოს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს. ბელარუსის გამოკლებით, ამ ყველა სახელმწიფოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა თვლის, რომ მათ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს.  

ასეთია  საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2022 წლის ზოგიერთი შედეგი. გამოკითხვა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის (EU NEIGHBOURS east) ფარგლებში ჩატარდა.

აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებთან პირისპირ ინტერვიუები 2022 წლის ივნისსა და ივლისში ჩაიწერა. უკრაინაში ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუები კომპიუტერის დახმარებით, ხოლო ბელარუსში კვლევის ონლაინ პანელური კვლევის მეთოდი გამოიყენეს.

კონკრეტულად საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ძირითადი მიგნებები ასეთია: 

საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ენდობა ევროკავშირს. მოსახლეობის უმრავლესობას აქვს დადებით წარმოდგენა მასზე და იცის იმ  ფინანსური დახმარების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას უწევს. აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ქვეყანაში 2016 წელს ყოველწლიური კვლევების ჩატარება დაიწყო, წელს ყველა დადებითი მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი გახლდათ. 

წელს საქართველოს მოქალაქეების 65%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე (რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 13%-ით მაღალია, ხოლო უარყოფითად მხოლოდ 3%-ია განწყობილი); 84% თვლის, რომ ევროკავშირს და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ; 83% ენდობა ევროკავშირს (ეს მაჩვენებელი საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია); ხოლო 76%-მა იცის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ინფოგრაფიკა



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,