საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა,  2017 წ. :  რეგიონული მიმოხილვა
ოქტომბერი 30, 2017

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2017 წ. : რეგიონული მიმოხილვა


პროექტი „ევროკავშირის სამეზობლო აღმოსავლეთი“ კომპანია ACT-თან თანამშრომლობით, ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა).

2017 წლის კვლევის თანახმად, ევროკავშირი დადებითად აღიქმება აღმოსავლეთ სამეზობლოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის მიერ (44%), მაშინ როდესაც მხოლოდ 13% არის უარყოფითად განწყობილი. მოქალაქეთა 61% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა კარგია, ისევე როგორც ევროკავშირის აღქმა, რაც ძირითადად შესაბამისობაშია წინა წლის შედეგებთან.

ყოველწლიური კვლევების მიზანია, შეისწავლოს და უკეთ გაიგოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოქალაქეები მოსაზრებები და შეაფასოს მათი ცნობიერების დონე, ევროკავშირის და პარტნიორ ქვეყნებთან მისი თანამშრომლობის შესახებ. კვლევები მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ზოგადი მოსაზრებები ევროკავშირის შესახებ
  • ევროკავშირთან ასოცირებული ღირებულებები
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შეფასება
  • მოსახლეობის ინფორმირებულობა ევროკავშირის მხარდაჭერის და ამ მხარდაჭერის ეფექტურობის შესახებ
  • ინფორმაციის წყაროები
  • ქვეყნის შეფასება და მოლოდინი

სხვადასხვა ქვეყნის ანგარიშები და ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

დეტალური ინფორმაცია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა.

ჩამოტვირთვა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 18, 2026

უახლესი გამოკითხვის თანახმად, ქართველთა უმრავლესობა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

სექტემბერი 2, 2025

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა      

ნოემბერი 12, 2024

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის თანახმად, ევროკავშირს იმაზე მეტი ქართველი ენდობა, ვიდრე ოდესმე

სექტემბერი 15, 2023

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს

დეკემბერი 2, 2022

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა უპრეცედენტოდ მაღალია 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,