სტიპენდიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025/27 წლებისთვის: განაცხადების შეტანის ბოლო ვადამ 15 აპრილამდე გადაიწია
მარტი 31, 2025

სტიპენდიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025/27 წლებისთვის: განაცხადების შეტანის ბოლო ვადამ 15 აპრილამდე გადაიწია


აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025/2027 სასწავლო წლების სასტიპენდიო პროგრამაში განაცხადების მიღების ბოლო ვადამ 15 აპრილამდე გადაიწია. კონკურსი გამოცხადებულია საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის  პროექტისა და თბილისში ახალი სკოლის მიერ, ევროკავშირთან და საერთაშორისო ბაკალავრიატთან (IB) თანამშრომლობით.

საკონკურსო განაცხადების შეტანა შეულიათ მოსწავლეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც 2025 წლის 1 სექტემბრისთვის უკვე შეუსრულდათ
16-17 წელი.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 25-მდე მოსწავლე, რომლებიც მიიღებენ სრულ სტიპენდიას საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამისთვის; ამასთანავე, პროგრამის ადრინდელი კურსდამთავრებულები  აგრძელებენ სწავლას და ეუფლებიან მრავალ სხვადასხვა სპეციალობას,  როგორიცაა ეკონომიკა, ბიოქიმიური ინჟინერია, ფიზიკა, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და კულტურა, კომუნიკაციები და მედია, საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა, მედიცინა, იურისპრუდენცია, ჰუმანიტარული მეცნიერებები და კომპიუტერული მეცნიერებები.

სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, საცხოვრებელს და კვებას თბილისში, მგზავრობას ორი მიმართულებით თბილისსა და მოსწავლის ოჯახის საცხოვრებელ სახლს შორის სასკოლო არდადეგების დროს, შემწეობას ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის, სამედიცინო დაზღვევას, სასწავლო მასალებს და ტურებს.

განაცხადების შეტანა ახლა უკვე 15 აპრილამდეა შესაძლებელი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საშუალო განათლების შესაძლებლობების განვითარებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებისთვის.  პროგრამა წარმატებით დაიწყო 2018 წელს და უკვე მეექვსე წელია ხორციელდება.

2025-2027 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია 2025 წლის ივნისის მეორე ნახევარში გამოცხადდება.

დამატებით ინფორმაცია 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,