10 მაისს ევროკომისიამ დაამტკიცა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) 2021-2022 წლების სამუშაო პროგრამის შესწორება, რომელიც მის ბიუჯეტს თითქმის 562 მილიონი ევროთი ზრდის. დამატებითი ინვესტიციები დაეხმარება ევროკავშირის მისიებს (კლიმატის ცვლილება, ონკოლოგიური დაავადებები, ოკეანე და წყლები, ნიადაგი და კლიმატ-ნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქები), გამოიყენონ ინოვაციური გადაწყვეტები ეკოლოგიის, ჯანდაცვის და ციფრული სფეროს გამოწვევებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტით, ამასთან, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერების დახმარება იქნება შესაძლებელი.
პროგრამის 2021 და 2022 წლების მთლიანი ბიუჯეტი ახლა დაახლოებით 16 მილიარდ ევროს შეადგენს.
ახალი MSCA4Ukraine სქემის ფარგლებში, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ნაწილია, იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მეცნიერებისთვის 25 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამ გზით ისინი ევროკავშირის და „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნების აკადემიურ ან არააკადემიურ მასპინძელ ორგანიზაციებში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ამასთან, ასობით უკრაინელი მეცნიერი პროგრამის, Human Frontier Science, 1 მილიონ ევრომდე გაზრდილი ბიუჯეტითაც ისარგებლებს.
გარდა ამისა, აღნიშნულ შესწორებაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ რუსეთში, ბელარუსში ან უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ იურიდიულ ობიექტებს არცერთი ფორმით არ აქვთ „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ რაიმე საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, მიზეზების დასაბუთებით.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,