EU4Youth: საგრანტო კონკურსი ახალგაზრდობის დასაქმების და მეწარმეობის გასავითარებლად
აპრილი 29, 2022

EU4Youth: საგრანტო კონკურსი ახალგაზრდობის დასაქმების და მეწარმეობის გასავითარებლად


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, EU4Youth, საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ციფრული უნარების მხარდაჭერა, მწვანე გარდაქმნისათვის საჭირო უნარების განვითარება და სამეწარმეო და კარიერის მართვის უნარების გაუმჯობესება. სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მიერ შეტანილ განაცხადებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

საგრანტო კონკურსი ორ ლოტს მოიცავს:

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება და მეწარმეობის და მასთან დაკავშირებული პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერა. თითოეული გრანტის მოცულობა 250,000-დან 300,000-მდე ევროს შეადგენს.

ახალგაზრდობის სოციალური მეწარმეობის და კარიერის მართვის უნარების განვითარება მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე აქცენტით და შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერა. თითოეული გრანტის მოცულობა 800,000-დან 1,000,000-მდე ევროს შეადგენს.

პროექტები უნდა შეიტანოს მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი სუბიექტისგან შემდგარმა ჯგუფმა. ჯგუფი უნდა შედგებოდეს ერთი წამყვანი აპლიკანტისა და მინიმუმ ორი თანააპლიკანტისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინიმუმ ორი ქვეყნიდან (მაგალითად, წამყვანი აპლიკანტი შეიძლება იყოს საქართველოდან, ერთი თანააპლიკანტი სომხეთიდან, ხოლო მეორე თანააპლიკანტი ევროკავშირიდან; ან წამყვანი აპლიკანტი შეიძლება იყოს უკრაინიდან, ერთი თანააპლიკანტი აზერბაიჯანიდან და მეორე თანააპლიკანტი ასევე უკრაინიდან).

ნებისმიერი შემოთავაზებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინიმუმ ორი ქვეყანაში.

დახურვის თარიღი: 14 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი და რეკომენდაციები აპლიკანტებისთვის



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 20, 2024

ევროკავშირის სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი ქართულადაც გამოიცა

ივნისი 18, 2024

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თურქეთსა და კავკასიაში ახალი მმართველი დირექტორი ჰყავს

ივნისი 18, 2024

ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები საქართველოს ევროპული მომავლისადმი სალომე ზურაბიშვილის ერთგულებას მიესალმებიან

ივნისი 18, 2024

„უცხოელი აგენტების კანონი“: საქართველოს სამინისტროებს სამოქალაქო სექტორზე 10-ჯერ მეტი დაფინანსება აქვს ევროკავშირისგან მიღებული

ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოში ციფრული ჩართულობით სოფლის გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,