თუ მცირე ან საშუალო ბიზნესს ფლობთ და გსურთ ინვესტირება, უნარების განვითარება ან ახალ ბაზრებზე გასვლა, თქვენი დახმარება ევროკავშირის EU4Business ინიციატივას შეუძლია. EU4Business მცირე და საშუალო ბიზნესებს დიდი იდეების რეალობად გარდაქმნაში უჭერს მხარს.
კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობების საპოვნელად და მათზე წვდომის გზების გასაგებად, შეიქმნა EU4Business-ის ყველა იმ პროგრამის თავმომყრელი გზამკვლევი, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი. მასში თქვენ გაიგებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა:
ახლა ავითარებთ ბიზნეს იდეას თუ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა გსურთ, EU4Business-ს თქვენი დახმარება შეუძლია. ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხმარება, მიიღონ რჩევები, მოიპოვონ დაფინანსება და დაამყარონ საქმიანი კავშირები, რაც მათ ახალი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,