გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — შეიტანე განაცხადი 24 ოქტომბრამდე!

გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — შეიტანე განაცხადი 24 ოქტომბრამდე!


პროგრამა, „EU NEIGHBOURS east“ იწვევს ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან), ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან*, შეუერთდნენ „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივას.

განაცხადის შეტანა შეუძლიათ 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. მათ, ასევე, უნდა აინტერესებდეთ ევროკავშირის საქმიანობა, სურდეთ წვლილის შეტანა საკუთარი ქვეყნების განვითარებასა და კეთილდღეობაში და მზად უნდა იყვნენ „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელის საქმიანობაში მოხალისეობრივად ჩასართველად.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამართულ სხვადასხვა ონლაინ თუ ოფლაინ ღონისძიებაში საკუთარი ქვეყნის სახელით იღებენ მონაწილეობას და საკუთარ გამოცდილებას ქსელის სხვა წევრებს უზიარებენ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის პოზიციისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადის შესატანად აუცილებელია, 2021 წლის 24 ოქტომბრამდე შეავსო სპეციალური ონლაინფორმა. კანდიდატმა უნდა ახსნას, რატომ სურს გახდეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და უნდა შეასრულოს შემოქმედებითი დავალება.

განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მიიწვევენ. ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, დაესწრებიან გაცნობით სესიებს, მათ კანდიდატურებს კი უფლებამოსილი ორგანიზაციები განიხილავენ. განაცხადების მიღების შეწყვეტიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე წარმართული მთლიანი პროცესი დაახლოებით რვა კვირა გაგრძელდება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებულო სამეფოს ახალგაზრდებს აერთიანებს. ამ ქსელის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ ახალგაზრდობის ინფორმირება, სხვადასხვა საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების დახმარება, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ითანამშრომლონ უკეთესი მომავლისთვის.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ევროკავშირის მიერ ჩაეყარა და დღემდე მასში ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ამჟამად აქტიურ საქმიანობას 34 სხვადასხვა ეროვნების 500-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ეწევა.

დამატებითი ინფორმაცია:              

შეიტანე განაცხადი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი ამჟამინდელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები                         

* ახალგაზრდები გაერთიანებული სამეფოდან ინიციატივაში 2016 წლიდან მოყოლებული მონაწილეობენ და მათ კვლავ აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელს.           

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 24, 2021

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,