აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირმა რეგიონის მიმართ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულება დაადასტურა
ნოემბერი 17, 2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირმა რეგიონის მიმართ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულება დაადასტურა


15 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მინისტერიალი ჩატარდა. შეხვედრაში ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთის — აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. მინისტერიალს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თავმჯდომარეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკომისარი, ოლივერ ვარჰელი.

„ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა. ბელარუსი მოწვეული არ იყო, მაგრამ ჩვენ ბელარუსელი ხალხისთვის სიმბოლურად შევინახეთ თავისუფალი სავარძელი“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი პარტნიორობის განვითარება და ამის შედეგად ადამიანების რეალური შედეგებით უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მმართველობა, ინვესტიციები და პარტნიორობის გაძლიერება სტაბილურობისაღდგენის და რეფორმების განხორციელების მიზნით.

მინისტერიალზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირის ერთგულებას რეგიონის მიმართ აღებული ვალდებულებებისადმი და ქვეყნების პოლიტიკურ ნებას, ითანამშრომლონ საერთო პრობლემების გადასაჭრელად. გარდა ამისა, მინისტრებმა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური ახალი დღის წესრიგის პრაქტიკული განხორციელების საკითხიც განიხილეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მომავალშიც დაუჭერს მხარს აუცილებელ რეფორმებს, თუმცა რეალურ სარგებელს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს აქტიურად ახორციელებენ.

მინისტერიალის დისკუსიამ შექმნა საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის დეკემბრის სამიტისთვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის განახლებული ხედვა და დამტკიცდება 2020 წლის შემდგომი პერიოდის დღის წესრიგი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,