ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული კომპანიებისთვის დაფინანსებას პროკრედიტ ბანკის შუამავლობით ზრდიან
ივლისი 19, 2021

ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული კომპანიებისთვის დაფინანსებას პროკრედიტ ბანკის შუამავლობით ზრდიან


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფში შემავალ საქართველოს პროკრედიტ ბანკს 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. თანხა ქვეყნის მიკრო-, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ქვესესხების გაცემას მოხმარდება. ამ დახმარებას ევროკავშირი მასტიმულირებელი გრანტებით და EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით შეავსებს.

დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს წარმოების მოდერნიზაციის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით მისცემს. სესხების მინიმუმ 70 პროცენტი მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებისკენ იქნება მიმართული.

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის  ნაწილია, რომლის მიზანიც აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, რათა მათ ევროკავშირის ბაზარზე მიიღონ წვდომა და კონკურენციის გაწევა შეძლონ. პროგრამის 2016 წელს დაწყებიდან დღემდე მხოლოდ საქართველოში შეთავაზებული დახმარებით 170-მდე კომპანიამ ისარგებლა. ეს კომპანიები ისეთ მრავალფეროვან სექტორებში მოღვაწეობენ, როგორებიცაა წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სამედიცინო მომსახურება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროებში მოღვაწე 262 პროექტში განახორციელა. ამასთან, ამ ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,