ევროკომისია კორონავირუსის გლობალური კვლევისა და ინოვაციისთვის თანამშრომლობის პორტალს ხსნის   
ივნისი 25, 2021

ევროკომისია კორონავირუსის გლობალური კვლევისა და ინოვაციისთვის თანამშრომლობის პორტალს ხსნის  


ევროკომისიამ 23 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის ახალი პორტალი შექმნა. პორტალი ერთმანეთთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომუშავე იმ მკვლევრებსა და კვლევით პროექტებს დააკავშირებს, რომლებიც პანდემიის სოციალურეკონომიკურ გამოწვევებზე კონცენტრირდებიან.

 ინიციატივა მხარს უჭერს ევროკავშირისგლობალურ მიდგომას კვლევისა და ინოვაციის მიმართ“. ესაა საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პარტნიორობების სტრატეგია, რომლის მიზანიც ეკომეგობრული, ციფრული და ჯანსაღი საზოგადოებების ჩამოყალიბებაა.

გლობალური მასშტაბის თანამშრომლობა, რომლის საფუძველიც  სამეცნიერო და საზოგადოებრივი კვლევების მონაცემთა გაზიარებაა, კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაგვეხმარება“,  — განაცხადა ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საკითხებში, მარია გაბრიელმა, — „ამ კრიზისიდან გამოსვლის პროცესში კორონავირუსის კვლევის და ინოვაციის გლობალური თანამშრომლობის პორტალი იქნება ის საშუალება, რომელიც დაგვეხმარება, გავიაზროთ სოციალურეკონომიკური ასპექტები და მათზე რეაგირების საუკეთესო გზები“.

პორტალი ღიაა კვლევითი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მკვლევრებისთვის მთელი მსოფლიოდან. ის მათ დაეხმარება:

  • ითანამშრომლონ პანდემიის სოციალურეკონომიკურ ასპექტებთან დაკავშირებულ კვლევით პროექტებზე;
  • შექმნან კავშირების დამყარების შესაძლებლობები;
  • დაუკავშირდნენ სხვა მკვლევრებს და გააფართოონ მათი საქმიანობის გავლენა;
  • კოორდინაცია გაუწიონ ინფორმაციის გაზიარებას;
  • მხარი დაუჭირონ კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე სხვა ონლაინ პლატფორმებს შორის თანამშრომლობას.

2020 წელს ევროკომისიამ კორონავირუსის კვლევისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების საფუძველზე რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო. ეს საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეპიდემიოლოგია, ეპიდემიური აფეთქებებისადმი მზადყოფნა და მათზე რეაგირება, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ვაქცინები და შესაბამისი კვლევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურების თუ რესურსების შემუშავება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

კორონავირუსის გლობალური კვლევის და ინოვაციის პორტალი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,