ევროკავშირი ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციაში დაეხმარება
აპრილი 2, 2021

ევროკავშირი ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციაში დაეხმარება


ევროკავშირის მიერ 7.15 მილიონი ევროთი დაფინანსებული საგრანტო პროგრამა ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს. ხელშეკრულებას ხელი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თანდასწრებით მოაწერეს. 

საგრანტო ხელშეკრულება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი იმ საკრედიტო ხაზის ნაწილია, რომლის ჯამური მოცულობა 65 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მიზანი ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება და, ასევე, შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესებაა. 

ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება. ხოლო ჩამდინარე წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაწმენდის გარეშე ჩაედინება. ეს კი უარყოფითად აისახება გარემოზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

ევროკავშირის გრანტი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებას და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) პოტენციალის გაძლიერებას მოხმარდება. ეს სახელმწიფო კომპანია წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაზეა პასუხისმგებელი და აღნიშნულ პროექტს თავად განახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,