ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მცირე დავების განსახილველად ონლაინ სასამართლოებს შექმნის
მარტი 26, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მცირე დავების განსახილველად ონლაინ სასამართლოებს შექმნის


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც ქვეყნებს მცირე დავების განსახილველად  ონლაინ სასამართლოების გამართვაში დაეხმარება.

EBRD  ონლაინ სასამართლოებს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შექმნის. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს, ეფექტიანად დაიცვან საკუთარი უფლებები და ინტერესები და შეამცირონ კომერციული დავების გადაწყვეტისთვის საჭირო ხარჯები. 

პირველი სასამართლო პროცესი უკრაინაში გაიმართება. EBRD-ის კვლევის ანგარიშის მიხედვით, კიევში არსებული კომპანიების 49% საკუთარი საქმიანობის მთავარ და ყველაზე ძლიერ დაბრკოლებად სწორედ სასამართლოებს  თვლის.

ონლაინ სასამართლოს დროს დავების გადასაწყვეტად მიმდინარე სამართალწარმოება თავიდან ბოლომდესარჩელის შეტანიდან განაჩენის გამოტანამდე  — ონლაინ ჩატარდება. მსგავსი სასამართლოები ორივე მოდავე მხარისა და მათი წარმომადგენლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატივით უზრუნველყოფილი ონლაინ სერვისები კი მოდავე მხარეებს მართლმსაჯულებისადმი წვდომას და პროცესში მონაწილეობას გაუმარტივებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,