ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ინიციატივები აჭარის მუნიცუპალიტეტებს განვითარებაში ეხმარება
მარტი 4, 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ინიციატივები აჭარის მუნიცუპალიტეტებს განვითარებაში ეხმარება


აჭარის სასოფლო რეგიონების ადგილობრივმა განვითარების ჯგუფებმა (LAGs) ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 170 ინიციატივას დაუჭირეს მხარი და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ასეთია სასოფლო განვითარების ოთხწლიანი პროექტების, „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“, მთავარი მიღწევები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქედაში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) ხულოში 2017 წლიდან ახორციელებენ. შედეგების პრეზენტაცია ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ პროექტების დახურვის ერთობლივ ღონისძიებაზე შედგა.

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაარსებულმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა დგილობრივი თემების მობილიზება და სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორთა წარმომადგენლების გაერთიანება შეძლეს. ამის შედეგად კი ადგილობრივ პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე მორგებული განვითარების სტრატეგიები შემუშავდა. ეს ინიციატივები მეწარმეობის განვითარებას და ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის ისეთ სფეროებში დივერსიფიკაციას უწყობს ხელს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკოლოგია, განათლება თუ მუნიციპალური სერვისები.  

ღონისძიების შემდეგ სტუმრები ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების ინიციატივებს ესტუმრნენ. მათ საოჯახო სასტუმრო და მარანი შატო ივერი მოინახულეს. დაბა ქედის საჯარო სკოლის სტუმრობისას კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, CENN-ის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი ქედის მუნიციპალიტეტის 66 საჯარო სკოლაში ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვის და გაუმჯობესების ხელშეწყობაა. როგორც „ქედა ლიდერის“ საგრანტო კონკურსის  გამარჯვებული, მონახულებული სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიითა და ავეჯით აღიჭურვა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,