ევროკავშირის ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტი საქართველოს ციხეებში მყოფი ნარკოდამოკიდებული პატიმრებისთვის რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს
იანვარი 22, 2021

ევროკავშირის ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტი საქართველოს ციხეებში მყოფი ნარკოდამოკიდებული პატიმრებისთვის რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს


ევროკავშირის ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტი (EU-ACT) მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს ციხეებში მყოფი ნარკოდამოკიდებული პატიმრებისთვის რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამას დაიწყებს.

პროგრამისთვის მოსამზადებლად საქართველოში მიმდინარე EU-ACT პროექტის ფარგლებში შემუშავდა შეფასების ინსტრუმენტები და საშუალებები, რომლებიც სპეციალისტებს პატიმრების რეაბილიტაციაში მიღწეული წარმატების აღნუსხვაში დაეხმარება. 

პროექტი შემუშავდა ონლაინ ფორმატში. პროცესი მოიცავდა რიგ კონსულტაციებს, დისკუსიებს და სემინარებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების (ფსიქოლოგების) გუნდის მონაწილეობით.

ამ საქმიანობამდე EU-ACT პროექტმა საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნარკოდამოკიდებული პატიმრებისთვის რეაბილიტაციის ახალი პროგრამის შემუშავებაში დაუჭირა მხარი და განახორციელა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული საქმიანობა იმ სპეციალისტების — ძირითადად, ფსიქოლოგების — კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომლებმაც შემდეგ ეს პროგრამა შეიმუშავეს.

ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტის მიზანია სამართალდამცავი უწყებების რეგიონული და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის გაუმჯობესება ავღანეთიდან წამოსული ჰეროინის მარშრუტზე განხორციელებული ორგანიზებული დანაშაულის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ და, ასევე, ნარკოპოლიტიკის შემუშავებისა და ნარკოტიკებზე მოთხოვნის შესამცირებელი საქმიანობის მხარდაჭერა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,