Culture Moves Europe: საქართველოში რეზიდენტების მასპინძელი ორგანიზაცია შეირჩა
მარტი 29, 2024

Culture Moves Europe: საქართველოში რეზიდენტების მასპინძელი ორგანიზაცია შეირჩა


პროექტის, „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ (Culture Moves Europe), მიერ გამოცხადებული რეზიდენტების მასპინძლობის მეორე კონკურსის 114 გამარჯვებულს შორის ქართული ორგანიზაციაც მოხვდა. 

ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კონკურსის მთელი ბიუჯეტი 1.8 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. ამასთან, თითოეული გრანტის მოცულობა განისაზღვრება პროექტის ხანგრძლივობით (22-იდან 229 დღემდე) და მოწვეული ხელოვანების რაოდენობით.

შერჩეული პროექტები უმასპინძლებს 449 ხელოვანსა და კულტურის სფეროს პროფესიონალს შემოქმედებითი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი კონკურსის მეორე ფაზის განმავლობაში შეირჩევიან.

რეზიდენტურის პროექტები შემოქმედებითი ევროპის 35 ქვეყანაში განხორციელდება.

ყველაზე დიდი რაოდენობით პროექტი ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებიდან შეირჩა. კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის დიზაინის, ლიტერატურის და არქიტექტურის მიმართულებით შერჩეული პროექტები საერთო ჯამში სრული სიის 30%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს. შერჩეული მასპინძლების მესამედის მიერ წარდგენილი პროექტები „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ ინიციატივასთანაა დაკავშირებული.

საქართველოდან შერჩეული მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტი ლიტერატურის სფეროში განხორციელდება.

მასპინძლებმა 15 ივნისამდე უნდა შეარჩიონ ხელოვანები, რომელთაც პროექტების განსახორციელებლად მოიწვევენ. ამასთან, პირველი პროექტები აპრილის პირველი ნახევრიდანაც შეიძლება დაიწყოს. 

პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებული ხელოვანებისათვის მასპინძელ ორგანიზაციებთან დასაკავშირებელი ონლაინშეხვედრები 5 და 12 აპრილს გაიმართება. 

ამჟამად პროექტს, Culture Moves Europe, გამოცხადებული აქვს რეზიდენტების მასპინძლობის მესამე კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შემოქმედებითი ევროპის 40 ქვეყნიდან ნებისმიერში რეგისტრირებულ და დაფუძნებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ. თითოეულ ორგანიზაციას 22-იდან 180 დღემდე ხანგრძლივობის რეზიდენტურის პროექტების განსახორციელებლად მაქსიმუმ 5 ხელოვანისა თუ კულტურის სფეროს პროფესიონალის მასპინძლობა შეუძლია.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

რეზიდენტების მასპინძლობის მესამე კონკურსი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,