ენერგეტიკული თანამეგობრობის 2024 წლის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო 
იანვარი 24, 2024

ენერგეტიკული თანამეგობრობის 2024 წლის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო 


ენერგეტიკული თანამეგობრობის 2024 წლის საზაფხულო სკოლამ განაცხადების მიღება დაიწყო. შესაძლებლობა განკუთვნილია მაგისტრანტებისა თუ დოქტორანტებისთვის  და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ენერგეტიკული ტრანსფორმაცია და სურთ, წვლილი შეიტანონ ამ სექტორის განვითარებაში. 

საზაფხულო სკოლის პროგრამა ენერგეტიკასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრს მოიცავს. დეტალური ინფორმაცია მალე ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.

წლევანდელი საზაფხულო სკოლა 20-27 ივლისს კიშინიოვში მდებარე მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება.

ენერგეტიკული თანამეგობრობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • სტუდენტებს: მაგისტრანტებს ან დოქტორანტებს, რომელთაც ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავება სურთ.
  • მკვლევრებს: ენერგეტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს.
  • ახალგაზრდა პროფესიონალებს: ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებულ სამთავრობო დაწესებულებებში, კომპანიებში, ანალიტიკურ ცენტრებში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

ენერგეტიკული თანამეგობრობის 2024 წლის საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ვიშეგრადის ფონდი, ფრიდრიხ-ებერტის ფონდი – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი (FES SOE), ალბანეთის პოლისის უნივერსიტეტი და მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 31, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,