აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ტექნოლოგიების 2024 წლის ჰაკათონზე რეგისტრაცია დაიწყო
ოქტომბერი 25, 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ტექნოლოგიების 2024 წლის ჰაკათონზე რეგისტრაცია დაიწყო


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი სამოქალაქო ტექნოლოგიების ენთუზიასტებს  სამოქალაქო ტექნოლოგიების მესამე ჰაკათონზე იწვევს. ჰაკათონი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 2024 წლის 26-28 იანვარს გაიმართება. 

ჰაკათონზე შეიკრიბებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, დეველოპერები და დიზაინერები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

მონაწილეები იმუშავებენ ახალ ციფრულ გადაწყვეტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების გაძლიერებასა და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. განსახილველ თემებს შორის იქნება სამთავრობო პროცესებში მოქალაქეების ელექტრონული მონაწილეობა, ელექტრონული გამჭვირვალობა, ღია მონაცემები, მოქალაქეთა მობილიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

გარდა ამისა, იმ 25-მდე აქტივისტს, რომელმაც ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ სამი პირისგან შემდგარი გუნდის სახით წარადგინა საკუთარი იდეა, 2023 წლის 1-16 დეკემბერს ტექნოლოგიების იდეათონზე მიიწვევენ. იდეათონზე ისინი დახვეწენ თავიანთ იდეებს, რომელთაგან 15 ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა.

ჰაკათონის საუკეთესო იდეები წარდგენილი იქნება სპეციალურ ჯილდოზე, EaP Civic Tech Award, რომლის მოცულობაც 10-12,000 ევროს შეადგენს. მისი დახმარებით, გამარჯვებულებს საკუთარი ტექნოლოგიური იდეების განვითარებისა და განხორციელების საშუალება მიეცემათ. 

ჰაკათონზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

ინდივიდებსა და გუნდებს სამოქალაქო ტექნოლოგიური გადაწყვეტების წარდგენა 13 ნოემბრამდე შეუძლიათ. გუნდების დახმარებით დაინტერესებული დეველოპერებისა და გრაფიკული დიზაინერებისთვის კი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 18 დეკემბერია

ჰაკათონის და განაცხადების შეტანის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ორგანიზატორები გამართავენ საინფორმაციო ვებინარს, რომელიც  31 ოქტომბერს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე ჩატარდება.

აპლიკანტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო რეკომენდაციების გაცნობა აქ შეგიძლიათ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 18, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,