„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
აგვისტო 30, 2023

„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკომისიამ და მის ფარგლებში მოქმედმა „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამამ „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში მომუშავე პროექტებისთვისაა განკუთვნილი. 

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები წელს შემდეგ ხუთ კატეგორიაში გაიცემა: კონსერვაცია, ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება; კვლევა; განათლება, ტრენინგი და უნარები; მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება; და კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები.

საპროექტო განაცხადები შეიძლება ეხებოდეს მატერიალურ, არამატერიალურ ან ციფრულ კულტურულ მემკვიდრეობას. ამასთან, კონკურსზე მიიღება როგორც მცირემასშტაბიანი ასევე დიდი მასშტაბის, ადგილობრივი, ევროპული ან საერთაშორისო პროექტები.

ჯილდოები გადაეცემა 30-მდე პროექტს, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გამორჩეულ შედეგებს მიაღწია. მათგან მაქსიმუმ 5 გამარჯვებული მიიღებს გრანპრისა და 10,000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოს. იმავე მოცულობის ფულადი თანხა ასევე გადაეცემა ხალხის რჩეულ გამარჯვებულს, რომელიც ინტერნეტით ჩატარებული ხმის მიცემით გამოვლინდება. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.

ამასთან, „ევროპა ნოსტრა“ უმასპინძლებს ორ ვებინარს თემაზე, „როგორ მოვამზადოთ განაცხადი ‘ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის’ კონკურსისთვის“. ვებინარები შეეხება ერთსა და იმავე საკითხებს და გაიმართება შემდეგ რიცხვებში:

  • 2023 წლის 30 აგვისტო, ოთხშაბათი, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 17:00 – 18:00 საათები. დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე
  • 2023 წლის 15 სექტემბერი, პარასკევი, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 10:00 – 11:00 საათები. დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე

ვებინარებზე დასწრება უფასოა, წინასწარი რეგისტრაცია კი სავალდებულოა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის ფორმა

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 13, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,