ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის, „Meliora 2022“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ივნისი 2, 2023

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის, „Meliora 2022“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


30 მაისს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“-ის დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონიალი გაიმართა.

ყოველწლიურ კონკურსს ასევე მხარს უჭერს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). ის მიზნად საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებასა და საზოგადოებაში პოპულარიზაციას ისახავს. კონკურსი ავლენს ბიზნეს კომპანიების საუკეთესო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობენ ხელს.

კონკურსის, „Meliora 2022“,  გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდნენ:

  • „მწვანე ინიციატივა“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი, პროექტი: „თეგეტა გარემოსთვის“;

გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: ბიოდიზელ ჯორჯია, პროექტი: „ბიოსაწვავი ნარჩენებისაგან — სუფთა გარემო და ენერგოდამოუკიდებლობა“.

  • „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: მეიჯერელ-ჯორჯია, პროექტი: „Feel Good“.

  • „საზოგადოების მხარდაჭერა“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ეიპიემ ტერმინალს ფოთი, პროექტი: „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“;

გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: ედენა, პროექტი: „ედენას გოგოების მხარდაჭერა მოტივაციადაკარგულ ქალებს“.

  • „სექტორთა პარტნიორობა — გაზიარებული პასუხისმგებლობა“

გამარჯვებული  მცირე და საშუალო კომპანია: Qwerty, პროექტი: „Supergmiri.ge-ს მხარდაჭერა“.

  • „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თიბისი ბანკი, პროექტი: „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“.

  • „წლის CSR მენეჯერი“

გამარჯვებული: ანა კუხალეიშვილი, კომპანია: „ბიმ კუბი“

  • წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია

გამარჯვებული: MBC

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო 250 ადამიანი — მათ შორის დიპლომატები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,