სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს
მაისი 24, 2023

სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი, სათემო განვითარების პლატფორმასთან (CDP) პარტნიორობით, იწყებს ონლაინკურსს, „სტრესის მართვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“. 

2023 წლის ივლის-ნოემბერში დაგეგმილი კურსი მოიცავს სამუშაო შეხვედრებს, ვიდეო კონსულტაციებს, ინდივიდუალურ წვრთნებსა და საშინაო დავალებებს. სწავლების ფორმატი მოიაზრებს „ტრენერების ტრენინგსაც“, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეებს შეეძლებათ, კურსი სტრესის მართვის თავიანთი პრაქტიკის წარსადგენად გამოიყენონ. 

კურსი შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის, მენეჯერებისთვის, პროექტის კოორდინატორებისთვისა და ფრონტის ხაზის მოხალისეებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. კურსში ასევე შეუძლიათ მონაწილეობა სოციალური სტარტაპების ლიდერებს, სოციალურ მეწარმეებსა და ყველას, ვინც სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის იღვწის. 

მონაწილეები ისწავლიან სტრესის მართვისა თუ ფსიქოლოგიური პირველადი დახმარების წესებსა და მეთოდებს. ისინი ასევე მიიღებენ ცოდნას სტრესის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და გამკლავების სტრატეგიებზე. 

კურსისთვის შეირჩევა 20 მონაწილე, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ ინგლისურ ენაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებს ზუმით დაესწრებიან.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 12 ივნისი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მუშაობს. მისი მიზანი ამ ქვეყნებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების გაძლიერებაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი

დახურვის თარიღი:

ივნისი 12, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,