მისია და ყოფა: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გორში ფოტოგამოფენას აწყობს
მაისი 11, 2023

მისია და ყოფა: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გორში ფოტოგამოფენას აწყობს


10 მაისიდან 9 ივნისამდე გორში გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების საქმიანობასა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრებლების ყოფას ასახავს.

გამოფენაზე, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლის თვალით დანახული საქართველო“, მისიის დამკვირვებლის,  აქსელ კორტონის ფოტო-შთაბეჭდილებებია წარმოდგენილი.

მისი ფოტოები ასახავს არა მარტო საქართველოს უნიკალურ ბუნებაში მისიის დამკვირვებლების მუშაობას, არამედ იმ ადამიანების ყოველდღიურობასაც, რომლებიც ჯერაც განიცდიან საქართველოში კონფლიქტის გავლენას. 

გამოფენაზე ასევე წარმოჩენილია ადგილობრივი ბავშვების პორტრეტები. აქსელ კორტონმა ისინი საკუთარ ნახატებთან ერთად იმ სემინარის დროს გადაიღო, რომელზეც ბავშვებს სთხოვეს, სამყაროს შესახებ თავიანთი შეხედულება მხატვრული ფორმით გადმოეცათ. 

ფოტოები გორის ხელოვნების სახლში გამოიფინა და მათი დათვალიერება 12:00-იდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,