კარგი მმართველობა: საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ახალი პროექტები წარადგინეს
აპრილი 26, 2023

კარგი მმართველობა: საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ახალი პროექტები წარადგინეს


ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ საქართველოში წარადგინეს ახალი პროექტები, რომლებიც ერთობლივი პროგრამის, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“,  მესამე ფაზის (PGG III) ფარგლებში 2023-2027 წლებში განხორციელდება.

ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ოთხი პროექტის საერთო ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს და მათ ევროკავშირი და ევროპის საბჭო ერთობლივად დააფინანსებენ. ეს პროექტები საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება, გააძლიეროს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და გააუმჯობესოს ინსტიტუციური თუ საოპერაციო პოტენციალი კორუფციის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად. PGG  ქვეყანას  ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგის კონტექსტშიც დაუჭერს მხარს, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.

რეგიონულ დონეზე საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად სამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. მათი მიზანია ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის მხარდაჭერა და მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გაძლიერება წარმოადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,