ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული სიტუაცია განიხილა
აპრილი 26, 2023

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული სიტუაცია განიხილა


24 აპრილს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში,  უკრაინასა და მოლდოვაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

სხდომის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალური დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. მათ დაადასტურეს, რომ საქართველოს  არაერთი რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ელემენტებია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის მინისტრებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია ბოლოდროინდელი საბრძოლო მოვლენების, ასევე უკრაინის სამხედრო პრიორიტეტებისა და საჭიროებების შესახებ. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გაღებული სამხედრო დახმარების მთლიანი ღირებულება ამ ეტაპზე 13 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. 

რაც შეეხება მოლდოვას, საგარეო საქმეთა საბჭომ ჩამოაყალიბა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ახალი სამოქალაქო მისია, მიაღწია შეთანხმებას ქვეყნის დესტაბილიზაციის გამომწვევთა წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ და მოლდოვის თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად ევროპის სამშვიდობო მექანიზმიდან დამატებით 40 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,