ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთს ეწვია 
აპრილი 6, 2023

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთს ეწვია 


3-5 აპრილს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთის რეგიონს პირველად ესტუმრა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ და ადგილობრივი განვითარების  ჯგუფების მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო.

ქუთაისში პაველ ჰერჩინსკიმ მოინახულა კოლხური შადრევანი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით შეკეთდა. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებს შორის უთანაბრობების შემცირებას, რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. 2021-2022 წლებში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 71 პროექტის განსახორციელებლად 65 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

ამის მერე ელჩი ქუთაისში მდებარე  მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრს ეწვია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, რომელიც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირებას ახდენს. 

ელჩი ჰერჩინსკი ასევე შეხვდა დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებს და რამდენიმე ახალგაზრდას, რომელთაც „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ (EDEC) ახალი ცოდნის და უნარების შეძენასა და დასაქმებაში ევროკავშირის მხარდაჭერით დაეხმარა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია. იქ ის შეხვდა სტუდენტებს და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. 

ელჩი ჰერჩინსკი წყალტუბოსაც ეწვია, სადაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებსა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,