გურიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ახალი პროექტი დაიწყო
აპრილი 5, 2023

გურიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ახალი პროექტი დაიწყო


გურიაში, ოზურგეთის ტექნოპარკში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის, „მწვანე გურია — ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“, გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ეს პროექტი მიზნად გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებას და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური თუ სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს.

პროექტი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მის ფარგლებში შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) და შემუშავდება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სამოქალაქო ჩართულობას და ქალების, ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

პროექტის გახსნით ღონისძიებას ევროკავშირის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ. 

„ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამას უკვე მეათე წელია, აფინანსებს“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელმა, ქეთევან ხუციშვილმა, — „ადგილობრივი თემების ჩართულობა გურიის რეგიონის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მწვანე გურია — ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,