გაზის მაღალი ფასები და ინფლაცია EBRD-ის რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს 
თებერვალი 20, 2023

გაზის მაღალი ფასები და ინფლაცია EBRD-ის რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს 


მაღალი ფასები გაზზე და უწყვეტი ინფლაცია კვლავ ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების“ განახლებულ პროგნოზში. 

ბანკის რეგიონებში, რაც ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიას შორის სამ კონტინენტს ფარავს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსაც მოიცავს, 2023 წლისთვის წარმოების 2.1 პროცენტით ზრდაა ნავარაუდები. ეს მაჩვენებელი ბანკის წინა, სექტემბრის პროგნოზში 3.0 პროცენტს შეადგენდა. 36 ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზირებისას EBRD-მა ნახევარზე მეტ შემთხვევაში ნავარაუდები პროცენტი შეამცირა და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გაზარდა. 

2022 წელს კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში (უკრაინის გამოკლებით) მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა მაჩვენებელმა პროგნოზებს გადააჭარბა, რაც საქართველოსა და სომხეთში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდით იყო განპირობებული. თუმცა, განახლებული პროგნოზების თანახმად, 2023 წელს ეს ზრდა 2.7 პროცენტამდე შენელდება, 2024 წელს კი ზომიერად ასწრაფდება და 3.6 პროცენტს შეადგენს. ამგვარი ცვლილებების მიზეზად EBRD ისეთი ექსტრაორდინარული ფაქტორების გავლენათა შემსუბუქებას ასახელებს, როგორიცაა სავაჭრო მარშრუტებიდან რუსეთის ჩამოშორება და კაპიტალისა და კვალიფიცირებული მიგრანტების შემოდინება.

მეტად სიღრმისეულ „რეგიონულ ეკონომიკათა პროგნოზების“ ანგარიშს ბანკი მაისში გამოაქვეყნებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,