თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2021 წლის სპეციალური პრიზის მფლობელის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა
იანვარი 31, 2023

თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2021 წლის სპეციალური პრიზის მფლობელის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა


26 იანვარს თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის 2021 წლის გამარჯვებულის, ზვიად მჭედლიშვილის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.

ფილმის, „ჩემი კავშირები აფხაზეთთან“, გადაღება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით დაფინანსდა.

„განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ეს დოკუმენტური ფილმი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებზე, რომლებიც დაყოფილი თემების წარმატებით შერიგების ყველაზე დიდ იმედს წარმოადგენენ. ალბათ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, დიალოგსა და მშვიდობას საქართველოში. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს და მუშაობენ იმავე მიზნების მისაღწევად,“ — განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ პრემიერაზე.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთია. კონკურსი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ არის ორგანიზებული. 2013 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ პრიზს ისეთი დამოუკიდებელი, კონფლიქტების გამშუქებელი ჟურნალისტიკის დასაფასებლად გასცემს, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და გრძელვადიან მშვიდობას საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,