EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
იანვარი 31, 2023

EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა


30 იანვარს ევროკავშირის საკრედიტო ინსტიტუტმა — ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და საქართველოს ზომით მეხუთე კომერციულმა ბანკმა — კრედო ბანკმა 28.8 მილიონი ლარის (10 მილიონი ევროს) მოცულობის ახალ ხუთწლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

დაფინანსება ეროვნულ ვალუტაში იქნება ხელმისაწვდომი. ის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უკეთესი განაკვეთებით და თავი დაიცვან გაცვლითი კურსის რყევასთან დაკავშირებული რისკებისგან.  

„ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ კრედო ბანკთან ახალი სესხი ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარება, დაძლიოს ენერგეტიკის და სურსათის სფეროებში ფასების ზრდით გამოწვეული პრობლემები, ინფლაცია და COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილებისა თუ რეგიონული კონფლიქტების შედეგად შექმნილი სირთულეები“, — აღნიშნა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც ბანკის საქართველოში საქმიანობაზეა პასუხისმგებელი.

ეს პირველი სესხია, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის EIB Global-ის 100 მილიონი ევროს ოდენობის MSME Outreach ინიციატივის ფარგლებში გაიცა. 2022 წლის ბოლოს ხელმოწერილი ინიციატივა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს. პროექტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საშუალო და მცირე ზომის ბანკების მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მათ მიერ შეთავაზებული მომსახურებების გაფართოებით მიიღწევა. 

პროექტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში შეიქმნება და შენარჩუნდება 26,500-მდე სამუშაო ადგილი, რა მიზნითაც მათთვის დაახლოებით 6,150 შუალედური სესხი გაიცემა.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,