EBRD თბილისის 12-მდე მეტროსადგურის განახლებას დაუჭერს მხარს
იანვარი 18, 2023

EBRD თბილისის 12-მდე მეტროსადგურის განახლებას დაუჭერს მხარს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის სესხის სახით 50.6 მილიონამდე ევროს გამოუყოფს.

ხელშეკრულებას ხელი 17 იანვარს, პოლიტიკის და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის, მარკ ბოუმენის თბილისში ვიზიტისას მოეწერა.

დახმარების მიზანია, დედაქალაქის მეტ მოქალაქეს უბიძგოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისკენ. უკეთესი განათება, ვენტილაცია და მეტად ენერგოეფექტიანი ესკალატორები თბილისელებისთვის ყოველდღიური მგზავრობის გამოცდილებას გააუმჯობესებს. სადრენაჟო სისტემების კაპიტალური რემონტი კი მიწისქვეშა ქსელს კლიმატის ცვლილების პირობებში მეტად გამძლეს გახდის. 

1.2-მილიონიანი მოსახლეობით, თბილისი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელიც EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამას შეუერთდა: პროგრამა მონაწილე ქალაქებს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში ინვესტიციებითა და ეკომეგობრული პოლიტიკის შემუშავებით ეხმარება. თბილისი ასევე ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელმაც მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,