EU-ს მხარდაჭერით CENN-მა საქართველოში პირველ რეგიონულ მწვანე ბანაკს უმასპინძლა
დეკემბერი 10, 2022

EU-ს მხარდაჭერით CENN-მა საქართველოში პირველ რეგიონულ მწვანე ბანაკს უმასპინძლა


10 დეკემბერს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რეგიონული მწვანე ბანაკის დახურვითი ცერემონია გაიმართა.

დახურვითი ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ალექსანდრე დარასმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან და ნანა ჯანაშიამ, CENN-ის დირექტორმა. ცერემონიალის ფარგლებში მათ ბანაკის მონაწილეებს საზეიმოდ გადასცეს მონაწილეობის სერტიფიკატები.

 „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მომენახულებინა მწვანე ბანაკი და შევხვედროდი ასეთ დინამიურ ახალგაზრდებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან უამრავი იდეით – სწორედ ამას უჭერს მხარს ევროკავშირი. ამ ახალგაზრდებს აქვთ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ მეტად მწვანე და ციფრული მომავალი. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მივეცით მათ, შეკრებილიყვნენ სომხეთიდან და საქართველოდან აქ, ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ურთიერთთანამშრომლობას და წინ წავიწიოთ და ავაშენოთ უკეთესი მომავალი ყველა ჩვენგანისთვის,“ ახსენა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში.

ბანაკში 30 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას საქართველოდან და სომხეთიდან და მისი მიზანი ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ცირკულარული გადაწყვეტების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაზიარება იყო, რაც გრძელ ვადაში ინკლუზიურ და მწვანე ზრდას უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

10 დღის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდათ თემატური სესიები მეწარმეობაზე, სოციალურ მეწარმეობაზე, გარემოს დაცვით გამოწვევებსა და მდგრად განვითარებაზე, ცირკულარულ ეკონომიკასა და მწვანე ზრდაზე. ამასთანავე, ისინი ეწვივნენ თბილისსა და გორში არსებულ სოციალურ საწარმოებს, მოინახულეს გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბი და მიიღეს ინფორმაცია იმ ახალგაზრდული ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ჰაბი 2021 წლიდან ახორციელებს.

ბანაკის შედეგად, მონაწილეებმა, ადგილობრივი კონტექსტისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავეს მწვანე და სოციალური საწარმოების იდეები. იდეათონის მიზანია გააძლიეროს კავშირი სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მოტივირებულნი არიან გახდნენ სოციალური ან მწვანე მეწარმეები და წვლილი შეიტანონ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.  

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,