გოგოების საერთაშორისო დღე საქართველოში საბავშვო სპექტაკლის პრემიერით აღინიშნა
ოქტომბერი 14, 2022

გოგოების საერთაშორისო დღე საქართველოში საბავშვო სპექტაკლის პრემიერით აღინიშნა


11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის, „ესმამ დაქოქა მანქანა“, პრემიერა შედგა. 

სპექტაკლი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კამპანიის, „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, ფარგლებში დაიდგა. საპრემიერო  ჩვენება საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან და ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან თანამშრომლობით გაიმართა.

„ესმამ დაქოქა მანქანა“ იმ 6-10 წლის გოგოებისა და ბიჭებისთვის განკუთვნილი სპექტაკლია, რომლებსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა თანასწორობის დამკვიდრებითა და სტერეოტიპების მსხვრევით სურთ.  ეს ასევე არის ამბავი მათი ოჯახებისთვის, რომლებიც საკუთარი შვილებით გენდერის განურჩევლად ამაყობენ.

თოჯინების თეატრის სპექტაკლის რეჟისორი თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი, ელენე მაცხონაშვილია. პიესა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის. მარიონეტები და დეკორაციები კი მხატვარმა ვახტანგ ქორიძემ შექმნა.

სპექტაკლი პროგრამის, „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის და სხვა შესაბამისი მავნე პრაქტიკის დაძლევა სამხრეთ კავკასიაში“, ფარგლებში მომზადდა. პროგრამას გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,