ახალგაზრდა დიპლომატები საქართველოდან ევროპის დიპლომატიის აკადემიის საპილოტე პროექტს შეუერთდნენ
სექტემბერი 16, 2022

ახალგაზრდა დიპლომატები საქართველოდან ევროპის დიპლომატიის აკადემიის საპილოტე პროექტს შეუერთდნენ


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა სრულფასოვანი ევროპის დიპლომატიის აკადემიის დაარსების მიზნით საპილოტე პროექტი დაიწყო. 

42 ახალგაზრდა დიპლომატისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ცხრათვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფის წევრებად შერჩეულთა შორის არიან ახალგაზრდები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. მათ ტრენინგი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე ჩაუტარდებათ. ამ წვრთნის შედეგად ახალგაზრდა დიპლომატები შეიძენენ იმ უნარებსა და კომპეტენციებს, რომლებიც მათ ევროკავშირის პრინციპების და ინტერესების მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეფექტიანად დაცვასა და პოპულარიზებაში დაეხმარებათ. 

პროგრამის საწყისი ეტაპი, რომელიც შერჩეული დიპლომატების ერთ გუნდად შეკვრას მოიაზრებს, სექტემბრის პირველ ნახევარში პოლონეთში, ნატოლინის ევროპის კოლეჯში ჩატარდება. ამის მერე პროგრამის ძირითადი ფაზა ბელგიის ქალაქ ბრიუგეს ევროპის კოლეჯის კამპუსში ჩაივლის. გარდა ამისა, მოეწყობა რეგულარული სასწავლო ვიზიტები ბრიუსელში მდებარე ევროპის ინსტიტუტებში და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა, მაგალითად, ნატო.

პროგრამა მონაწილეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, რათა ახალგაზრდებს მთლიანი აკადემიური წლის განმავლობაში ერთად ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის საშუალება მიეცეთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,