საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი დაინიშნა
სექტემბერი 7, 2022

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი დაინიშნა


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას თბილისში ახალი ელჩი, პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი მას ბრიუსელში პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები ეკავა.

ქართველი ხალხისადმი პირველ მიმართვაში ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩობა მისთვის პატივი და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა. 

„ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, — აღნიშნა ელჩმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,