ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები 2022 — გაიარეთ რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად
ივლისი 27, 2022

ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები 2022 — გაიარეთ რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად


ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალურმა დირექტორატმა ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეებზე დასასწრებად რეგისტრაცია დაიწყო. ღონისძიება 2022 წლის 28 და 29 სექტემბერს მეოთხედ და ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სესიები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროპული ინოვაციის ახალი დღის წესრიგი, ახალგაზრდობის ევროპული წელი, ევროპული კულტურული შემოქმედებითობის მრავალფეროვნება, ევროკავშირის მისიები და მრავალი სხვა.  

„ესაა თქვენი შანსი, წვლილი შეიტანოთ ევროპის ტექნოლოგიური ინოვაციისა და სტარტაპების ახალი ტალღის გლობალურ ცენტრად გარდაქმნაში. დარეგისტრირდით ახლა და ჩაერთეთ საუბარში“, — ამ სიტყვებით მოუწოდა ევროკომისარმა ინოვაციის, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საკითხებში, მარია გაბრიელმა დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაში მონაწილეობისკენ.

ორდღიან ღონისძიებას პოლიტიკოსები, მკვლევრები, მეწარმეები და მოქალაქეები დაესწრებიან. ისინი ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ კვლევისა და ინოვაციის მომავალს განიხილავენ და განსაზღვრავენ. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ კონფერენციაზე კი  ათასობით მონაწილე მოიყრის თავს.

გარდა ამისა, ახალი ინტერაქტიური გამოფენა მოქალაქეებს უშუალოდ დააკავშირებს ევროკავშირის მისიებთან — ეს არის ახალი გზა იმისათვის, რომ ევროპის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევებს კონკრეტული გადაჭრის გზები მოეძებნოს. 

ღონისძიების ჩატარებამდე დამატებითი სიახლეებისა და განახლებებისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ღონისძიების ვებგვერდზე და სოციალურ მედიაში ჰეშტეგის, #RiDaysEU მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები 2022



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,