ევროკავშირი ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეებისათვის მობილობის ახალ სქემას იწყებს
ივლისი 25, 2022

ევროკავშირი ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეებისათვის მობილობის ახალ სქემას იწყებს


20 ივლისს ევროკომისიამ 21 მილიონი ევროს ღირებულების მობილობის პროგრამის ასამუშავებლად  გოეთეს ინსტიტუტთან  შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინიციატივა, „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ , ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებისთვისაა განკუთვნილი. 

მობილობის ახალი სქემა შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში მოქმედ მუდმივ ღონისძიებად იქცევა. მას საფუძვლად უდევს წარმატებული საპილოტე პროექტი, I-Portunus, რომელიც 2018-2022 წლებში განხორციელდა. 

ინიციატივა ხელოვნების და კულტურის მუშაკებს გრანტებს შესთავაზებს და „შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის მიმართულების ყველა სექტორის და ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელ ორგანიზაციებს მასპინძლობას გაუწევს. განსაკუთრებული ყურადღება დამწყებ ხელოვანებს დაეთმობა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო და უკრაინა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში ნაწილობრივ მონაწილეობენ. სომხეთი კი პროგრამაში ნაწილობრივ ჩართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

მომავალი სამი წლის განმავლობაში მობილობის სქემა 7,000-მდე ხელოვანს, შემოქმედსა თუ კულტურის სფეროს პროფესიონალს მისცემს საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას. მსგავსი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს პროფესიული განვითარება თუ საერთაშორისო თანამშრომლობა, თანაპროდიუსერობა, ერთობლივი შემოქმედება და საკუთარი ნაშრომების ახალი აუდიტორიებისთვის წარდგენა. 

პირველი კონკურსები, სავარაუდოდ, 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,